მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიძლება აისახოს ახლო აღმოსავლეთის ომი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე? - Galt & Taggart

ზუკა თავყელიშვილი

Galt & Taggart-ის ასოცირებული მკვლევარი ზუკა თავყელიშვილი იმ სცენარებზე საუბრობს, რაც ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ქართული უძრავი ქონების ბაზარზე შესაძლო გავლენას უკავშირდება.

როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, გავლენა დამოკიდებულია კონფლიქტის ხანგრძლივობაზე.

"თუ შევადარებთ რეგიონის სხვა დედაქალაქებს, უძრავი ქონების ამონაგებით ერთ-ერთი მოწინავე არის თბილისი. შესაბამისად ეს ყველაფერი იმაშიც აისახება, რომ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში მზარდი არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნაც, რომლებიც ძირითადად, რა თქმა უნდა, საინვესტიციო პროდუქტად უყურებენ უძრავ ქონებას. რომ შევეხოთ უკვე ირანში მიმდინარე კონფლიქტს, მინდა ვისაუბრო რამდენიმე სცენარზე, როგორ ვუყურებთ ჩვენ ზოგადად ამ ყველაფრის ასახვას კონკრეტულად საქართველოს უძრავ ქონებაზე. თავიდან გვქონდა სამი სცენარი, საიდანაც მოკლე, საშუალო და გრძელვადიანად ვყოფდით ამ ყველაფერს და ბუნებრივია, რომ ყველაზე დიდი გავლენა აქვს სწორედ იმას, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს კონფლიქტი და როგორ აისახება ეს ყველაფერი გლობალურად. მოკლევადიან სცენარს თავიდანვე ყველაზე დაბალ ალბათობასაც ვანიჭებდით და რეალურად მისი ვადაც ასე თუ ისე ამოიწურა, რასაც ერთ თვეს ვუყურებდით. საშუალოვადიანში განვიხილავთ დაახლოებით სამ თვეში კონფლიქტის დასრულებას, გრძელვადიანში კი მთელი წელი თუ გაგრძელდა ეს ყველაფერი რა შეიძლება ველოდოთ.

ზოგადად ერთი მხარე არის უცხოელების მზარდი ინტერესი, კონკრეტულად იმ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ მაინც კარგად არ იცნობენ საქართველოს და ახლა ეცნობიან აქაურ საინვესტიციო გარემოს, შეიძლება მოლოდინები ოდნავ შეაფერხოს და თუ ფართო რეგიონის ჭრილში იყო საქართველო აღქმული. ხოლო მეორე, კონკრეტულად უფრო გრძელვადიან სცენარში, სადაც რეალურად განვიხილავთ ძირითადად ნავთობის ფასის ზრდას, რაც გლობალურ ინფლაციას ზრდის, ბუნებრივია აქ საქართველოც არ იქნება გამონაკლისი და ასევე დაშვება არის ლარის კურსის მცირედი გაუფასურება. ეს ყველაფერი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას შეამცირებს და ამას ექნება უარყოფითი ასახვა ყველაფერზე. თუმცა პოზიტიურ მხარესაც რომ გადავინაცვლოთ, სადაც პოტენციურ უსაფრთხოების ბალიშებს ვხედავთ ამ ყველაფერში, პირველი - ხშირად საუბრობენ დუბაის უძრავი ქონების თემაზე და მინდა, რამდენიმე კონკრეტული დეტალი დავაზუსტო ახლა რა ხდება დუბაის ბაზარზე და რა მოლოდინები არის. ზოგადად პირველი ერთი თვე ემირატებში საკმაოდ ბევრი ბუფერი ჰქონდათ იმისთვის, რომ პირდაპირი შოკი აერიდებინათ და აქვთ სხვადასხვა ბერკეტები, თუმცა მარტის შუაში გამოქვეყნდა S&P 500-ის კვლევა, სადაც მოლოდინები იყო, რომ თუ ეს ომი ოთხ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდებოდა უკვე ეს მოთხოვნაზეც აისახება და საბოლოოდ რეალურ ფასებსაც დაარტყამდა. ახლა რასაც ვუყურებთ არის ის, რომ კაპიტალის ბაზრებზე, სადაც უფრო მოლოდინები თამაშობს მთავარ როლს, აქციების ფასები შემცირებულია, თუმცა შესაძლოა, რომ სამომავლოდ უკვე რეალური ბინების ფასების შემცირებაც ვიხილოთ და აქ პოტენციურად შეიძლება აღვიქვათ, რომ იქაური ინვესტორები დაინტერესდნენ საქართველოთი სწორედ იმ მიზეზებით, რაზეც ვისაუბრეთ - საინვესტიციო ამონაგებით და ასევე შედარებით დაბალი ფასით, ვიდრე სხვა ქვეყნებში არის",- ამბობს ზუკა თავყელიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები