აშშ-ირანს შორის დროებითი სამშვიდობო ზავის გაფორმება კრიპტოაქტივების ბაზარმა პოზიტიურად მიიღო. ამბის გავრცელებამ ფაქტობრივად მყისიერად გამოიწვია ინდუსტრიის საერთო შეფასების 4%-იანი ზრდა, რომელმაც ჯამში 2.5 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
პოზიტიური დინამიკა დღემდე ნარჩუნდება და ბიტკოინის ფასი 71,200 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 7%-იან ზრდას ნიშნავს.
აღმასვლის დინამიკა შეინიშნება ეთერიუმთან მიმართებითაც, რომელიც ბირჟაზე 2,200 დოლარად არის წარმოდგენილი და მასაც დაახლოებით 7%-იანი ზრდა აქვს.
იყიდე, გაყიდე, გადარიცხე ბიტკოინი, ლაითკოინი და სხვა კრიპტოვალუტები სწრაფად და უსაფრთხოდ, ლიცენზირებულ კრიპტობირჟა Coinmania-ზე.




























