მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ლარის კურსი საქართველოს ძირითად სავალუტო პარტნიორებთან გასულ კვირაში

ფული, დოლარი, ევრო ვალუტა

ლარის გაცვლითი კურსი 29 ივლისი - 2 აგვისტოს განმავლობაში საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ გაუფასურდა. კვირის განმავლობაში აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურება 0.8 თეთრი, ევროსთან კი პირიქით კურსი გამყარდა 0.9 თეთრით.

უკანასკნელი მონაცემებით, რაც ივნისის ექსპორტს ასახავს, საქართველოდან ექსპორტი 583 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 5.9%-ით მეტია. ამასთან, ივნისში შემცირდა იმპორტი და ის 1.21 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-ით, ანუ 128 მილიონი დოლარით ნაკლებია. შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ლარზე დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება.

ასევე გაზრდილია საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობაც, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სულ 3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6%-ით მეტია, მთლიანად 2024 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავალმა 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თუმცა, საპირისპირო ტენდენცია აქვს ფულად გზავნილებს, რომელიც ივნისში წლიურად 21%-ით, 281 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც საქართველოში მიგრაციული ეფექტების შემცირებას უკავშირდება.

ნარჩუნდება გაზრდილი პოლიტიკური გაურკვევლობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადახვევის, ასევე აშშ-ის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის კუთხით, რაც საქართველოს ეკონომიკის სამომავლო მოლოდინებზე ნეგატიურად მოქმედებს.

ვალუტა გაცვლითი კურსი 2 აგვისტოს ცვლილება გასულ კვირაში (ლარებში)
1 დოლარი 2.6996 -0.0079
1 ევრო 2.9382 0.009
1 ფუნტი 3.4871 0.038
1 ლირა 0.0816 0
100 რუსული რუბლი 3.0723 -0.0846
1000 სომხური დრამი 6.9644 -0.0182
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5868 -0.0052
10 უკრაინული გრივნა 0.6509 -0.0054
10 ჩინური იუანი 3.7138 -0.0446
100 იაპონური იენი 1.7146 -0.1051

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები