ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 2.70%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 47.55 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.34 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 4.28%-ით გაიზარდა.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 4.38%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 33.40 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.84 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 7.74%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 1.00%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 12.12 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 564.81 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 13.27%-ით გაიზარდა.




























