ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 0.94%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 99.95 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.91 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 29.97%-ით გაიზარდა.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.35%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 42.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.35 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 12.51%-ით შემცირდა.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 3.56%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 32.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.52 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 45.31%-ით გაიზარდა.




























