მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა საშუალო ხელფასის მსყიდველუნარიანობა ბოლო 13 წლის განმავლობაში?

ხარჯები

დღეის მდგომარეობით საქართველოში საშუალო ხელფასი 2,212 ლარს, ანუ 20%-ის საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 1,770 ლარს შეადგენს.

2012 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი თვეში 713 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ნომინალურად საქართველოში თვიური ხელფასი 310%-ით გაიზარდა. თუმცა ერთმანეთთან 2025 წელს და 2012 წელს არსებული ლარების შედარება რთულია, ამას კი პირველ რიგში ინფლაცია განაპირობებს. კუმულატიურად 2012 წლიდან 2025 წლამდე ლარმა მსყიდველუნარიანობის 43% დაკარგა. შესაბამისად, ერთ ლარს, რომელიც 2012 წელს იყო მიმოქცევაში დღევანდელი 1.75 ლარის მსყიდველუნარიანობა გააჩნდა. ბოლო 13 წლის განმავლობაში ლარმა რამდენიმე ინფლაციური წნეხი გადაიტანა - მათ შორის 2016-2017 წლებში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, ხოლო ყველაზე მძიმე ინფლაციური ტალღა 2021-2022 წლებში იყო, როდესაც წლიური ინფლაცია 10-12%-ს შეადგენდა.

ინფლაციის ეფექტის გამორიცხვით შესაძლებელია წინა წლებში არსებული ხელფასების მუდმივ ფასებში გადაყვანა, რაც მათ რეალურ მსყიდველუნარიანობას უფრო უკეთ ასახავს. აღნიშნული პარამეტრის გათვალისწინებით, 2012 წელს არსებული 713 ლარის ხელფასის მსყიდველუნარიანობა დღევანდელი 1,247 ლარის ტოლია, ეს კი ნიშნავს, რომ ინფლაციის ეფექტის გამორიცხვით საქართველოში ბოლო 13 წელიწადში საშუალო ხელფასი არა 310%-ით, არამედ 77%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები