მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შესრულდა პრივატიზაციის I კვარტლის გეგმა ანუ რა ღირებულების ქონება გაყიდა მთავრობამ?

6083f00d56e44
თელარა გელანტია
24.04.21 14:16
1088
საქართველოს მთავრობამ პრივატიზაციის I კვარტლის გეგმა 58.5%-ით შეასრულა.

ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის იანვარ-მარტში „არაფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ 18 მლნ 719 ათას 600 ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის ანუ 32 მლნ ლარის 58.5%-ია.

არაფინანსური აქტივების კლება ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ქონება სახელმწიფოს საკუთრებას აღარ წამოადგენს ანუ ხდბა ამ ქონების პრივატიზაცია.

ამასთან, ანგარიშიდან ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან (მაგალითად: შენობა-ნაგებობა) (15 462.5 ათასი ლარი) პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (30 მლნ ლარი) 51.5% შეადგინა, ხოლო არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა კი - 3 256.9 ათასი ლარი, რაც პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (2 მლნ ლარი) 162.8%-ია.

ცნობისთვის: ძირითადი აქტივი წარმოადგენს წარმოებულ აქტივს, რომლის გამოყენება წარმოებისა და მომსახურების პროცესში ხდება ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ, ხოლო არაწარმოებულ აქტივს წარმოადგენს ბუნებრივად წარმოქმნილი ან სამართლებრივი თუ ბუღალტრული ოპერაციით შექმნილი აქტივი, რომლის მიმართაც შესაძლებელია საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა. მაგალითად: მიწა, წიაღისეული და სხვა ბუნებრივი აქტივები.

შეგახსენებთ: რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ პროგრამის - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში საპრივატიზაციოდ აუქციონზე 300 მლნ ლარის ქონება გამოიტანა, მაგრამ 60 მილიონის გაყიდა. აღნიშნული შედეგი, სავარაუდოდ, 2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემებში აისახება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები