ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის 10 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციით 228 მილიონი ლარი შევიდა, რაც მთლიანად 2024 წლის გეგმის 114%-ია.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს გაყიდულ ქონებებს შორის ყველაზე ძვირი თბილისში, ვაშლიჯვარში რეალიზებული 65,402 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც კომპანია "იონფაშ ჯორჯიამ" 34.2 მილიონ ლარად შეიძინა. 6.5 მილიონ ლარად მეორე პოზიციას იკავებს თბილისში ქეთევან დედოფლის გამზირზე გაყიდული 3,299 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, ხოლო მესამე პოზიციაზეა სოფელ ლისში 28,050 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც 3 მილიონ ლარად გაიყიდა.
2024 წლის პირველ 10 თვეში აუქციონის გზით ყველაზე ძვირად რეალიზებული სახელმწიფო ქონებები:
# | მისამართი | გაყიდვის ფასი | ბიჯების რაოდენობა | აუქციონში გამარჯვებული |
1 | ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები | 34,220,000.0 | 1 | შპს იონფაშ ჯორჯია (200271721) |
2 | ქალაქ თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზ. N94-ში არსებული 3299.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N12 შენობა-ნაგებობები | 6,500,000.0 | 10 | შპს ტიბინი დეველოპმენტი (400229070) |
3 | მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლისში მდებარე 28050.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | 3,035,000.0 | 1 | შპს ნოვოლენდ (405734834) |
4 | ქალაქ თბილისში, რევაზ მამისაშვილის ქუჩა N71-ში მდებარე 9794.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე გათავსებული შენობა-ნაგებობები და 104.96 გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობა | 2,272,500.0 | 228 | შ.პ.ს მშენებელი თბილისი-95 (208153433) |
5 | ქალაქ ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, N19ა-ში მდებარე 10952.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (არასაცხოვრებელი) და 19806.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (ნანგრევი) | 2,084,000.0 | 1 | შპს გლ გრუპი (405475855) |
6 | ქალაქ ქუთაისში, განჯის ქუჩაზე, I შესახვევის N42-ში (ყოფ.N36) მდებარე 12164.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1-N15 შენობა-ნაგებობები | 1,746,000.0 | 1 | გია ცნობილაძე |
7 | ქალაქ თბილისში, გარდაბნის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული 9795.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები | 1,505,000.0 | 1 | როვშან ალშანოვი |
8 | ქალაქ თბილისში, გლდანის ხევში, ნაკვეთი 02/145 არსებული 1816.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა | 1,030,000.0 | 41 | ალექსანდრე ლაგვილავა |
9 | ქალაქ ქუთაისში, ფოთის ქუჩა N11ბ-ს მიმდებარედ არსებული 10211.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | 854,500.0 | 108 | შპს ავალა 2022 (422990874) |
10 | ქალაქ ქუთაისში, ბუკიას ქუჩა N68-ის მიმდებარედ არსებული 27281.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები | 839,000.0 | 1 | შპს იმერეთი (212673356) |