მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის მომავალს? – IBM-ის კვლევა

AI

ამერიკული IBM-ის უახლესი კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ექსპერიმენტული ფაზიდან მოგების გენერირების, ანუ კომერციულ ეტაპზე გადავა.

კვლევის მიხედვით, 2030 წლისთვის კომპანიების ხელმძღვანელთა 79% მოელის, რომ AI მათი შემოსავლების ზრდის მთავარი წყარო გახდება, რაც მნიშვნელოვანი ნახტომია დღევანდელ 40%-იან მაჩვენებელთან შედარებით.

IBM-ის ექსპერტები 2026 წელს გარდამტეხ პერიოდად მიიჩნევენ, როდესაც ბაზარზე AI-აგენტების ეპოქა დაიწყება, ანუ ავტონომიური სისტემების, რომლებსაც არა მხოლოდ ტექსტის გენერირება, არამედ რთული ბიზნესპროცესების დამოუკიდებლად მართვა და გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ.

კვლევა აჩვენებს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში AI-ში ინვესტიციები დაახლოებით 150%-ით გაიზრდება. მაგალითად, თუ აქამდე კომპანიები ძირითადად სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაზრდაზე იყვნენ ფოკუსირებულნი, 2030 წლისთვის რესურსების 62% ინოვაციებისკენ და სრულიად ახალი ბიზნესმოდელების შექმნისკენ მიიმართება.

ამასთანავე, პროგნოზირებულია პროდუქტიულობის 42%-იანი ზრდა, რაც ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს, რესურსები უფრო სტრატეგიული მიმართულებით გადაანაწილონ და საოპერაციო ხარჯები დაზოგონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები