დამწერლობა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა, რომელმაც ადამიანს წინაპრების მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების მომავალი თაობებისთვის გაზიარების საშუალებას მისცა. დამწერლობის გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი დღესაც ქვის ხანაში იქნებოდა, რადგან ტექნოლოგიის განვითარება ცოდნის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.
თანამედროვე სამყაროში ცოდნისა თუ ინფორმაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, უფრო მეტიც, გარკვეულწილად, ინფორმაციულ სიჭარბესთან გვაქვს საქმე, ეს მოცემულობა კი განსაკუთრებით ართულებს სწავლის პროცესს, რადგან რთულია გამოარჩიო, თუ რა არის პრიორიტეტული, რაზე უნდა კონცენტრირდეს მოსწავლე და როგორ უნდა მიიღოს მან მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია, რაც შეიძლება მოკლე დროში. ცხადია, მსოფლიოში არსებული ყველა წიგნის, ჟურნალისა თუ სტატიის წაკითხვას ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს, თუმცა არსებობს ტექნოლოგია, რომელსაც ეს ძალუძს და მას ხელოვნური ინტელექტის სახელით ვიცნობთ. რეალურად, AI ერთდროულადაა სამყაროში საუკეთესო მოსწავლე და მასწავლებელიც, რადგან ის ყველაფერს წამებში ითვისებს და ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხს ასევე მომენტალურად აბრუნებს.
ხელოვნურ ინტელექტს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან ის მასწავლებელს ეხმარება როგორც უფრო ეფექტიანი სტრატეგიის შერჩევაში, ასევე იმ ათასობით შეკითხვაზე პასუხის გაცემაში, რომელიც ცნობისმოყვარე მოსწავლეებს აწუხებთ.
სწორედ AI-ს პოტენციალის ათვისების მიზნით, Acer-მა საგანმანათლებლო სექტორზე ორიენტირებული ლეპტოპების ახალი ხაზი გამოუშვა, რომელიც ზუსტადაა მორგებული როგორც მოსწავლეების და სტუდენტების, ასევე მასწავლებლებისა და პროფესორების საჭიროებებზე.
განმანათლებლების შემთხვევაში განსაკუთრებით მოსახერხებელია Acer TravelMate P4 სერიის ლეპტოპები, რომელთაც სპეციალური AI-პროცესორები გააჩნიათ. გარდა ამისა, ამ ტიპის ლეპტოპებში შეხვდებით Microsoft-ის მიერ შექმნილ Copilot-ს, რომელიც კომპიუტერის გამოყენებისას AI-ასისტენტის ფუნქციას ასრულებს და მომხმარებელს მონაცემების ანალიზში, საქმის შესრულებაში და რუტინული დავალებების ავტომატიზაციაში ეხმარება.
რეალური ცხოვრების მაგალითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეკონომიკის პროფესორი, რომელსაც ასამდე სტუდენტის ნაშრომი აქვს შესამოწმებელი. ამ შემთხვევაში, AI-ს პროცესის მნიშვნელოვნად გამარტივება და საქმის უდიდესი ნაწილის წამებში შესრულება შეუძლია. ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ისტორიის მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლეები ყოველდღიურად ათასობით შეკითხვას უსვამენ ისტორიულ მოვლენებთან და მითოლოგიასთან დაკავშირებით. ცხადია, ყველაფრის პასუხი არავინ იცის, თუმცა AI-ს დახმარებით მასწავლებელს შეუძლია, უპასუხოდ არცერთი შეკითხვა არ დატოვოს და მოსწავლეებს გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს.
გარდა ამისა, ხელოვნების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს შეუძლიათ ფოტოსურათების გენერატორი ხელსაწყო, მაგალითად, Midjourney AI გამოიყენონ; ან თუნდაც საქართველოს შესახებ შექსპირის ხელწერით სონეტის შეთხზვა ChatGPT-ს ან Google Gemini-ს სთხოვონ.
მოსწავლეებსა და სტუდენტებს რაც შეეხებათ, მათზე ზედგამოჭრილია Acer Chrombook Plus-ის სერიის ლეპტოპები, რომელთაც სიმარტივე, სიმსუბუქე და ხელმისაწვდომობა გამოარჩევთ. ცხადია, ამ შემთხვევაშიც ასისტენტის ფუნქციას ხელოვნური ინტელექტი ასრულებს, კერძოდ, Google Gemini.
Acer-ის პორტფელი მხოლოდ TravelMate-ის და Chromebook-ის სერიის ლეპტოპებს როდის მოიცავს, კომპანია ასევე აწარმოებს სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილ ლეპტოპებს, ე.წ. ბუკებს, რომელთაც ქართულ სკოლებშიც ხშირად შეხვდებით. ამ კატეგორიის კომპიუტერების შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი სიმარტივე და გამძლეობაა, რადგან სანამ მოსწავლეები დამოუკიდებლად დაიწყებენ AI-ს გამოყენებას, მათ ანბანის და წერა-კითხვის სწავლა სჭირდება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამწერლობა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა.