მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაიაფდეს სურსათი? - ბექა ნაცვლიშვილის მოსაზრება

63ff73960c4ef
ალა ისპირიანი
01.03.23 20:05
971
"სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ სუპერმარკეტებსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობის დარეგულირება სურსათს გააიაფებს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, მეწარმეებს მარკეტებში შესვლის გადასახადი უნდა გაუუქმდეთ და ასევე გადახდის ვადები დარეგულირდეს.

"მეწარმეები იძულებულები ხდებიან ხშირ შემთხვევაში 18-20% -იანი ფასნამატით შეიტანონ პროდუქტი სუპერმარკეტებში, რადგან ელემენტარული რისკები დაიზღვიონ, რომ წაგებაში არ დარჩნენ. ეს რიკები იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად როდესაც პროდუქტი შეაქვს მეწარმეს სუპერმარკეტი გადახდას უგვიანებს . ასევე, სუპერმარკეტმა პროდუქტი თუ შეგატანინა და დახლზე დაგადებინა გაყიდის თუ არა მას შემტანი მოჭრილ გადასახადს მაინც უხდის. ძირითადი პრობლემაა გადახდის ვადები. სუპერმარკეტი იმიტომ აგვიანებს გადახდას, რომ სხვისი ფულით ახალი ფილიალი გახსნას. მისი ბიზნესი იზრდება მაგრამ მეწარმე რომელიც უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს, ის ზარალდება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შესვლის გადასახადი გაუქმდეს და გადახდის ვადები დარეგულირდეს.

ეს ადგილობრივ მეწარმეს დაეხმარება, რომ გათვლადი იყოს მისი ურთიერთობა მარკეტთან. შეუმცირებს ხარჯებს, რადგან რისკების დაზღვევისთვის ბანკში მისვლა ან სხვა ფასნამატის დადება საკუთარ პროდუქტზე აღარ დაჭირდება და პროდუქტს გააიაფებს“, - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ბიზნესები შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატისთვის გააკრიტიკა და თქვა, რომ მთავრობა ბაზარზე სურსათის ფასების შემცირებისთვის ნაბიჯებს გადადგამდა. ეკონომიკური გუნდის წევრებმა დავალება მიიღეს, რომ ფასების “რეგულირებისთვის” ახალ კანონპროექტზე ემუშავათ. ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საკითხი ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებულ დირექტივაზე დაფუძნებული კანონით უნდა მოგვარდეს. თავად ეს დირექტივა კი “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტმა“ რეკომენდაციებით მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები