მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ უნდა მოიქცენ ხანდაზმულები, რომლებიც ტრანსპორტის შეზღუდვის გამო კლინიკაში ვერ მიდიან? - მინისტრის პასუხი

5fc4cb77c9a90
ინგა მურუსიძე
30.11.20 23:00
1126
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გეგმიური ოპერაციები გადადებულია, ამიტომ პაციენტების კლინიკებში გეგმიურად მისვლის საჭიროება არ უნდა იდგეს დღის წესრიგში, თუმცა თუკი ეს საჭირო გახდება, მინისტრი პაციენტებს ურჩევს, ოჯახის ექიმს მიმართონ.

მედია დაინტერესდა, რა უნდა ქნან ხანდაზმულებმა, რომლებსაც როგორც გეგმიური, ისე სხვა საჭიროებებისთვის კლინიკებში მისვლა ესაჭიროებათ, თუმცა ტრანსპორტის აკრძალვის გამო ეს შეუძლებელია.

„ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულია ყველა ის საჭიროება, რომელიც პაციენტებს გააჩნიათ, გეგმიური ოპერაციები გადადებულია, შესაბამისად, მსგავსი საჭიროებები არ უნდა იდგეს, მაგრამ თუ მსგავსი საჭიროება არის, ფიქსირდება 144-ზე და ვიწყებთ მყისიერ რეაგირებას.

დიალიზზე მყოფ პაციენტებს რაც შეეხებათ, მათთან მიმართებაში კონკრეტული გეგმა გვაქვს, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და ყველა მუნიციპალიტეტი ჩართულია ამ საკითხში. სხვა შემთხვევაში უნდა დავუკავშირდეთ ოჯახის ექიმს პირველ რიგში და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტს სჭირდება გადაადგილება, ამაში ჩაერთვება შესაბამისი რგოლები და პაციენტს დავეხმარებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები