იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსი პარტნიორის მაია მწარიაშვილის შეფასებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების წესი სასამართლოს ხელში მანიპულირების იარაღია. ამ გამოწვევაზე მაია მწარიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა და დეტალურად ახსნა, როგორ ასრულებს სასამართლო სისტემა ამ პროცესში ნეგატიურ როლს.
საქმე ის არის, რომ ცნობა გულისხმობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისთვის სამართლებრივი ძალის მინიჭებას სასამართლოს მხრიდან, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულება ნიშნავს სასამართლოს მიერ იმის დადასტურებას, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება იძულებით იქნეს აღსრულებული. როგორც წესი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას საარბიტრაჟო მოსარჩელე ერთდროულად ითხოვს. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.
მაია მწარიაშვილმა მოყვა რომ მისი დაკვირვებით, არბიტრაჟის ინსტიტუტის მიმართ ნდობის და ცნობადობის ზრდის პარალელურად, სასამართლოები ცდილობენ, ამ პროცესს ხელი შეუშალონ ანუ მოდავე მხარეებმა ნაკლებად აირჩიონ დავის არბიტრაჟის გზით გადაწყვეტა.
- არბიტრაჟის მიმართ როგორც კი მაღალი ნდობა გამოჩნდა, ჩვენი დაკვირვებით, სასამართლოები, ცხადია, კონკურენტად აღიქვამენ <არბიტრაჟის ინსტიტუტს> და საწინააღმდეგოდ მუშაობენ. მაგალითად: თუ არბიტრაჟი დროში ეფექტურია, მაგრამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისთვის მოსარჩელეს უწევს, სასამართლოს მიმართოს, სასამართლო აჭიანურებს ამ პროცესს... არის შემთხვევები, როდესაც სამი წელი ასე უგდია <საქმე> სასამართლოს...
- ვადები არ არ არის კანონით განსაზღვრული?
- როგორ არ არის, მაგრამ ეს არის მანიპულირების იარაღი სასამართლოს ხელში, რომლის ყოველთვის კორუფციულ გარიგეგებს ვკითხულობთ, თორემ კანონის მიხედვით, ჩვეულებრივი საქმეების შემთხვევაში, ეს ვადა ორი თვეა, რთული კატეგორიის საქმეების დროს კი - 5 თვე.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- წერტილი უნდა დავუსვათ მართლმსაჯულებისდმი ნდობის საკითხს. ჩვენი ნდობა უნდა ჰქონდეს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებას, რომელიც დღეს აბსოლუტურად არ გვაქვს. უნდა გვესმოდეს, რომ სასამართლო აწესრიგებს ძალიან ბევრ რამეს და ფორმაში ამყოფებს სახელმწიფოს. არის რეალური ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის და ქვეყნის კეთილდღეობის გარანტი. არაფერი არ იქნება სამართლიანი სასამართლოს გარეშე. ჩვენ <იურიდიული ფირმა BLB> ვაწარმოებთ დავას, რომელიც ალბათ ერთ-ერთი მსხვილი დავაა ქვეყანაში - ვგულისხმობს „თბილავიამშენის“ საქმეს; ის არის მაგალითი ბიზნესის რეიდერული წართმევის, რომელსაც არ აბრუნებს სახელმწიფო და 11 წელია სასამართლოში ვიმყოფებით; მათ შორის უზენაეს სასამართლოში სამი წელზე მეტია დევს საქმე, ჯერ დასაშვებობაზეც არ უმსჯელია სასამართლოს და ამასობაში, 6 მოსარჩელე გარდაიცვალა.