მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც არ უნდა ავკრძალოთ, ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში აუცილებლად შემოვა - მაკა მახათაძე

6438f84a6db4f
ინგა მურუსიძე
14.04.23 10:49
1150
როგორც არ უნდა ავკრძალოთ, ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში აუცილებლად შემოვა, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას საერთაშორისო კომპანია IT Academy STEP-ის ქართული წარმომადგენლობის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მაკა მახათაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება ვისწავლოთ, მათ შორის ახალგაზრდებში.

„ხელოვნური ინტელექტი რადიკალურად შეცვლის ვითარებას. ეს შემოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანებისთვის ახლა მთავარი ის არის, რომ სწორად ვისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არის ახლა განსხვავებული პოზიციები, მათ შორის იტალიამ აკრძალა ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ რაც არ უნდა ავკრძალოთ, პროცესს ვერ გავაჩერებთ. ადრე თუ გვიან, ამასთან შეგუება მოგვიწევს, რადგან ინდუსტრია 4.0 არის კიბერფიზიკური სივრცეების თანაცხოვრება. ეს მათ შორის გულისხმობს, რომ მეოთხე ინდუსტრია არის ხელოვნური ინტელექტის და ადამიანის თანაცხოვრება. ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ.

ახლა არის ის მომენტი, რომ მოვასწროთ და არ გავუშვათ ხელიდან ღვედები და სიტუაცია უმართავი არ გახდეს. სწორად უნდა ვისწავლოთ ყველაფერი, მისი სწორად გამოყენება. არ უნდა გამოვიყენოთ ბოროტად. მაგალითად, ახალგაზრდებში არისხოლმე შემთხვევები, როცა ხელოვნურ ინტელექტს აწერინებენ ესსეებს, მოთხრობებს, თუმცა უკვე შეიქმნა პროდუქტი, რომელიც ბავშვებს ასწავლის პროფესიას და როცა ბავშვი დავალებას ატვირთავს, ამოწმებს პროდუქტი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი თუ არა“, - განაცხადა მახათაძემ.