მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორც გზა და რკინიგზა, ასევე ანაკლიის პორტის ფუნქციონირება, ერთად უნდა იქნეს განხილული

5de76e6d95713
თელარა გელანტია
04.12.19 12:28
833
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციაზე ჩვენ გვქონდა საკმაოდ ბევრი შენიშვნა, მოხდა ამ შენიშვნების გადამუშავება და ველოდებით დასრულებული პროექტის წარმოდგენას, - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“შემდგომში ვიფიქრებთ იმაზე, რომ სამშენებლო ტენდერი გამოვაცხადოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია პროგრესთან უშუალოდ ანაკლიის პორტის მშენებლობის ნაწილში, იმიტომ, რომ ყველანი დამეთანხმებით, არ აქვს არანაირი აზრი გქონდეს გზა, მაშინ როდესაც არ გაქვს იქ ფუნქციონირებადი პორტი, სადაც თუნდაც წელიწადნახევარში ან ორ წელიწადში, როგორც ამას კონსორციუმი გვპირდებოდა, შემოვიდოდა პირველი გემი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ორივე საკითხი, როგორც გზა და რკინიგზა, ასევე პორტის ფუნქციონირება, ერთად უნდა იქნეს განხილული.

რაც შეეხება „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან სესხის მოძიების და საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილში ვალდებულებების შესრულებას, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დადგენილ ვადებში შესრულება, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.
„შესაბამისად, 31 დეკემბერს, ჩვენ გვექნება საშუალება უკვე ფაქტობრივი ინფორმაციის საფუძველზე ვიმსჯელოთ შემდგომ გადაწყვეტილებებზე,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები