მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება 26 მაისი 2026? - ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია

26 მაისი

საქართველოს მთავრობამ 26 მაისის ორგანიზებისთვის განკარგულება დაამტკიცა. განკარგულებაში ჩამოთვლილია სამოქმედო და ღონისძიებების გეგმა, რომლის ორგანიზებაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს დაევალათ.

დოკუმენტის თანახმად, მთავარი საზეიმო ღონისძიებები თბილისში გაიმართება. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია სამხედრო აღლუმი, ფიცის დადების ცერემონია და საზეიმო კონცერტი. 17:10 საათზე.

პარალელურად, 9 აპრილის სახელობის ბაღისა და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა შემეცნებით-გასართობი სივრცეები, სპორტული და კულტურული აქტივობები, სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა და ღვინის სადეგუსტაციო ზონა. გათვალისწინებულია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშვნაც.

რეგიონებში ღონისძიებები 14 ქალაქში ჩატარდება, მათ შორის გორში, ზუგდიდში, ოზურგეთში, თელავში, ამბროლაურში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში, მესტიაში, ახალციხეში, მცხეთასა და სხვაგან. ყველა ლოკაციაზე ანალოგიური ფორმატია გათვალისწინებული – საგამოფენო სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გაყიდვა და საღამოს კონცერტი.

ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია მთავრობის პრაქტიკულად ყველა სამინისტრო და მათ დაქვემდებარებული სსიპ-ები. ჯერჯერობით პროექტის ბიუჯეტი უცნობია და მისთვის ასიგნებების გამოყოფაზე მთავრობა ცალკე განკარგულებას მიიღებს.

2026 წლის 26 მაისის საორგანიზაციო გეგმა

# ღონისძიების დასახელება პასუხისმგებელი უწყება
1 საზეიმო ღონისძიებისათვის საჭირო ბეჭდვითი მომსახურებების (საშვების, ბეიჯების, მანიშნებლების და ა.შ.) დამზადება და შეძენა საქართველოს კულტურის სამინისტრო
2 საზეიმო ღონისძიების სარეკლამო კამპანიის წარმოების, დიზაინის უზრუნველყოფა და კამპანიისთვის ვიდეორგოლების დამზადება, სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ ქსელებში განთავსება საქართველოს კულტურის სამინისტრო
3 ადმინისტრაციულ შენობებზე ბანერებისა და კონსტრუქციების დამზადება – მონტაჟი/დემონტაჟი; გარე რეკლამისთვის თემატური დიზაინის დამზადება და შესაბამისი მომსახურების შესყიდვა საქართველოს კულტურის სამინისტრო
4 ქ. თბილისში, 9 აპრილის სახელობის ბაღისა და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა: სპორტული აქტივობების სივრცე, კულტურული აქტივობების თემატური სივრცე, საგამოფენო სივრცე, საბავშვო სივრცეები, სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა, ღვინისა და ხორბლის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცე, ტერიტორიის გასაფორმებელი დეკორაცია, 26 მაისის სიმბოლოს ინსტალაცია, დროშები, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღსანიშნავი დეკორაცია საქართველოს კულტურის სამინისტრო
5 17:10 საათი – დრო, როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, საზეიმო აღნიშვნა ქ. თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს კულტურის სამინისტრო
6 ქ. თბილისში გალა-კონცერტის უზრუნველყოფა (ტექნიკური აღჭურვილობა; სცენა; გახმოვანება; გადახურვა; განათება, კულისების მოწყობა და ა.შ.); ქ. თბილისის კონცერტის სატელევიზიო ეთერით უზრუნველყოფა; საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებიდან საარქივო მასალის გამოთხოვა საქართველოს კულტურის სამინისტრო
7 ქ. თბილისში, ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული სივრცის მოწყობა საქართველოს სპორტის სამინისტრო
8 ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება; ღონისძიების 13 ძირითად ლოკაციაზე გახმოვანებისა და მონიტორების უზრუნველყოფა; ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე სინქრონული თარგმნითა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების უზრუნველყოფა; თავისუფლების მოედანზე ტრიბუნებისა და სცენის მოწყობა; შეიარაღების, აღჭურვილობის, ავტოტექნიკის, სპეციალური ტექნიკა და ჯავშანტექნიკის გამოფენები ქ. თბილისსა და რეგიონებში; შემოქმედებითი ჯგუფის სამუშაოების ანაზღაურება; სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა; ქ. თბილისსა და რეგიონებში ავიაციის საზეიმო გადაფრენა; საზეიმო ღონისძიებისათვის საჭირო ბეჭდვითი მასალის დამზადება, შეძენა და დარიგება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
9 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვის უზრუნველყოფა ქ. გორში; შესაბამის ტერიტორიაზე პავილიონებისა და საგამოფენო სივრცეების მოწყობა; 26 მაისის ინსტალაციის განთავსება; სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობის გამართვა; შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის; 17:10 საათი – საზეიმო აღნიშვნა, საღამოს კონცერტის უზრუნველყოფა მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფები
10 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ლოკაციებზე, ხალხმრავალ ადგილებში წესრიგის უზრუნველყოფა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
11 ქ. თბილისში თავისუფლების მოედნის, ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
12 ქ. ზუგდიდის მთავარ მოედანზე დროშების განთავსება, თემატური ინსტალაციების მოწყობა, საარქივო მასალის რეპროდუქცია; საბავშვო-გასართობი სივრცის მოწყობა; მოედნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სივრცეში თამაშებისა და გასართობი აქტივობების ორგანიზება; კვების კუთხის ორგანიზება, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; სცენის მოწყობა; დღის განმავლობაში მცირე წარმოდგენების, თეატრალიზებული წარმოდგენებისა და მუსიკალური მსვლელობის მოწყობა; ადგილობრივი ანსამბლების კონცერტების უზრუნველყოფა; 17:10 საათი – საზეიმო აღნიშვნა, საქართველოს ჰიმნის შესრულება, საღამოს კონცერტის ორგანიზება მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი სსიპ-ები
13 ქ. ოზურგეთი – შემეცნებით-გასართობი, საგამოფენო სივრცის მოწყობა: პროფესიული კოლეჯების სტენდებისა და საგამოფენო სივრცის მოწყობა; ადგილობრივ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მოწყობა; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის მონაწილეთა პროექტების/აქტივობების წარმოჩენა; რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სტენდების/პავილიონების მოწყობა; 17:10 საათი – საქართველოს ჰიმნის შესრულება და ღონისძიების საზეიმო აღნიშვნა; საღამოს გალა-კონცერტის უზრუნველყოფა მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაციები
14 ქ. თელავი – ცენტრალური მოედანი – კონცეფციის შესაბამისი სივრცის მოწყობა; შემეცნებით-გასართობი აქტივობების უზრუნველყოფა; თემატური, ენერგეტიკასთან დაკავშირებული მრავალფუნქციური საგამოფენო ინსტალაციებისა და ფოტოზონის მოწყობა; 26 მაისის ბრენდირებული ნივთების დამზადება; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენის/გაყიდვის მოწყობა; ღია კაფის – მოსასვენებელი სივრცის მოწყობა; დღის მანძილზე რამდენიმე კოსტიუმირებული მსვლელობის, საბავშვო წარმოდგენებისა და სპორტული აქტივობების გამართვა; 17:10 საათი – საზეიმო აღნიშვნა საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებით; საღამოს კონცერტის ორგანიზება მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით; ქ. თელავში ფოტოზონებისა და ვიზუალური, საფოსტო საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორიული საგამოფენო ინსტალაციების მოწყობა; საბავშვო-გასართობი სივრცის უზრუნველყოფა სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო; სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია; შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია; სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი; სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა; შპს ენგურჰესი; შპს საქართველოს ფოსტა
15 ქ. ამბროლაური – ცენტრალური მოედანი/ბულვარი – „საქართველო ღვინის სამშობლო" – კონცეფციის შესაბამისი სივრცის მოწყობა; ღვინის შესახებ შემეცნებითი სივრცე; ღვინის მეწარმეების საგამოფენო სივრცის მოწყობა; 26 მაისის თემატიკით ტერიტორიის მორთვა; შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა; 17:10 საათი – საქართველოს ჰიმნის შესრულება; საღამოს გალა-კონცერტის უზრუნველყოფა მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით; ქ. ამბროლაური – ავიაციის თემატიკით მრავალფუნქციური შემეცნებითი სივრცის მოწყობა; 26 მაისის ბრენდირებული სასაჩუქრე ნივთებისა და ვიზუალური გაფორმებისთვის საჭირო მასალების დამზადება; აეროპორტების 26 მაისის თემატიკით გაფორმება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო; შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
16 ქ. რუსთავი – ცენტრალური მოედანი – კონცეფციის შესაბამისი სივრცის მოწყობა; შემეცნებით-გასართობი აქტივობების უზრუნველყოფა; შემეცნებითი სტენდი მცენარეული კულტურების გასაცნობად; საბავშვო შემეცნებითი სივრცის მოწყობა; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენის/გაყიდვის მოწყობა; დღის მანძილზე კოსტიუმირებული მსვლელობების, საბავშვო წარმოდგენებისა და სპორტული აქტივობების გამართვა; 17:10 საათი – საზეიმო აღნიშვნა საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებით; საღამოს კონცერტის ორგანიზება მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო
17 ქ. ფოთი – 26 მაისის ღონისძიების საგამოფენო სივრცე ფოტოზონებით, თემატური ფოტოსტენდებითა და დაცული ტერიტორიების თემატური საინფორმაციო კუთხეებით; 26 მაისის თემატური ინსტალაციები; საკემპინგო სივრცე; სათავგადასავლო სივრცე; სპორტული აქტივობები; 26 მაისის სიმბოლიკით ტერიტორიის მორთვა; 17:10 საათი – საქართველოს ჰიმნის შესრულება და საზეიმო აღნიშვნა; საღამოს კონცერტის ორგანიზება; ქ. ფოთი – გემისა და შუქურის ინსტალაციის მოწყობა, კოსტიუმირებული პერსონალის დემონსტრირება, საგამოფენო სივრცის მოწყობა; ფოტოზონისა და საბავშვო ზონის მოწყობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო; სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
18 ქ. ახალციხე – 26 მაისის ბრენდირებული სიმბოლიკით ტერიტორიის მორთვა; ინსტალაცია – „26 მაისი"; შემეცნებით-გასართობი აქტივობების უზრუნველყოფა; საბავშვო-გასართობი, ახალგაზრდებისთვის მოსასვენებელი და მუსიკალური სივრცეების მოწყობა; სპორტული აქტივობების უზრუნველყოფა; ფოტოზონების, თემატური ინსტალაციებისა და პავილიონების მოწყობა; ადგილობრივი წარმოშობის მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრებისთვის კეთილმოწყობილი სივრცით უზრუნველყოფა; 17:10 საათი – საქართველოს ჰიმნის შესრულება და საზეიმო აღნიშვნა; საღამოს კონცერტის ორგანიზება მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო
19 ქ. ქუთაისი – კონცეფციის მიხედვით, თემატური, შემეცნებითი, საბავშვო-გასართობი, სამეწარმეო და გასტრონომიული ზონების, საინფორმაციო/საგამოფენო სივრცეების მოწყობა; სპორტული აქტივობების, ღონისძიების თემატური ინსტალაციების, ბრენდირებული ატრიბუტიკისა და ღონისძიების ფოტოგადაღების უზრუნველყოფა; 17:10 საათი – საზეიმო აღნიშვნა: საქართველოს ჰიმნის შესრულება; საღამოს საზეიმო კონცერტის უზრუნველყოფა მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით; ქ. ქუთაისი – ინოვაციური სტენდის მოწყობა; თემატური გამოფენების უზრუნველყოფა; ღონისძიებაზე თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, დრონების, 3D მოდელირებისა და LEGO & littleBits-ის ჩვენება სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
20 ქ. მესტია – 26 მაისის კონცეფციის შესაბამისად, შემეცნებითი სივრცეების, პავილიონებისა და ღონისძიებების მოწყობა; ფოტოზონების მოწყობა; თემატური გამოფენების უზრუნველყოფა; საბავშვო-გასართობი სივრცეების მოწყობის უზრუნველყოფა; მცირე მეწარმეებისა და კვების ზონის მოწყობა; ღონისძიების სიმბოლოს – „26 მაისის" ინსტალაციებისა და სცენის მოწყობა; 17:10 საათი – საზეიმო აღნიშვნა – საქართველოს ჰიმნის შესრულება; საღამოს კონცერტის უზრუნველყოფა მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
21 ქ. ახალქალაქი და ქ. მარნეული – 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, კონცეფციის შესაბამისად, პავილიონების/საგამოფენო სივრცეების, ფოტოზონის, თემატური ინსტალაციების, საბავშვო-გასართობი კუთხეების, თეატრალური მიზანსცენების, მცირე მეწარმეებისა და კვების ზონის, მოსასვენებელი და მუსიკალური სივრცეების მოწყობა; ბრენდირებული ნივთების დამზადება; გასართობ-შემეცნებითი აქტივობების ორგანიზება; 17:10 საათი – საქართველოს ჰიმნის შესრულება და საზეიმო აღნიშვნა; საღამოს კონცერტის უზრუნველყოფა მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
22 ქ. მცხეთა – კონცეფციის შესაბამისად, შემეცნებითი/საგამოფენო ინსტალაციების მოწყობა; საერთო ტერიტორიის გაფორმება ბრენდირებული აქსესუარებით; გასტრონომიული და ღვინის დეგუსტაციის კუთხის, სამეწარმეო სივრცის მოწყობა; საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი აქტივობების უზრუნველყოფა; მუსიკალური სივრცის მოწყობა; ანიმატორების პროგრამების უზრუნველყოფა; სცენის მოწყობა შესაბამისი აღჭურვილობით; 17:10 საათის საზეიმო აღნიშვნა და საღამოს კონცერტის უზრუნველყოფა მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
23 ქალაქ თბილისის გაფორმება დროშებითა და ბანერებით; შენობების ფასადების, დროებითი სამშენებლო ღობეების, საბანერე კონსტრუქციების შეფუთვა; ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიისა და 9 აპრილის სახელობის ბაღის დეკორირება და სადღესასწაულო მორთულობა; ორბელიანის მოედანსა და იტალიის ქუჩაზე გასართობი, მუსიკალური, სხვადასხვა თემატური აქტივობის, კვების ზონისა და სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება; 25-26 მაისი – ქ. თბილისის ანძის საზეიმოდ განათება; „მშვიდობის ხიდის" საქართველოს დროშის ფერებში განათება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
24 17:10 საათის საზეიმო აღნიშვნა; ჰიმნის გაჟღერება როგორც სადგურებზე, ასევე მატარებელში; თემატური ბრენდირებული სიმბოლური ნივთების/სუვენირების დამზადება/დარიგება მგზავრებისთვის სს საქართველოს რკინიგზა
25 მუნიციპალიტეტების გაფორმებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა-მიწოდების უზრუნველყოფა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები