"პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკში მოეწყობა ბილიკები, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები; ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები;
გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად;
პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის,"- ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუმცა, ჯერჯერობით პარკი მისი საბოლოო იერსახისგან საკმაოდ შორსაა და სამშენებლო კომპანიას რიგი სამუშაოები აქვს დარჩენილი.
ბახმაროს პარკის პროექტი:




























