მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი იქნება Gonio Yachts-ის და Tbilisi Waterfront-ის პროექტები - Eagle Hills-ი $6.6 მილიარდიანი პროექტის რენდერებს აქვეყნებს

Eagle Hills

არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების ერთ-ერთმა უმსხვილესმა დეველოპერულმა კომპანია Eagle Hills-მა დღეს თბილისში კომპანიის გაყიდვების ოფისი გახსნა, რასაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრნენ.

კომპანია თბილისის მახლობლად, კრწანისის და ფონიჭალის მიმდებარედ 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავს. ასევე კომპანია გონიოს ჩრდილოეთით, მდინარე ჭოროხის შესართავთან მდებარე 260 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე ხელოვნური ყურეს, იახტკლუბის და ახალი საცხოვრებელი უბნის შექმნას გეგმავს. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ორივე უძრავი ქონება ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაშია და ინვესტორისთვის მისი გადაცემა ჯერ არ მომხდარა. ასევე პროექტთან დაკავშირებით ჯერ არც გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ არის დამტკიცებული და არც სამშენებლო ნებართვები არ არსებობს.

მდინარე ჭოროხის შავ ზღვაში შესართავის სამხრეთით აღნიშნულ ტერიტორიაზე წარსულში რუსული სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, რომელიც 2004-2005 წლებში დაიშალა.

Eagle Hills-ის გონიოს პროექტის ადგილმდებარეობა და რენდერები

Eagle Hills-ის თბილისის პროექტის ლოკაცია და რენდერები:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები