მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება ჯარის ქალაქი - 39 კორპუსის მშენებლობისთვის ₾144 მლნ-ის ტენდერი გამოცხადდა

ჯარის ქალაქი

თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 144 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი თბილისში, მახათას მთაზე მდებარე 100,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის განაშენიანებისთვის. მთავრობამ მახათას მთაზე ჯარის ქალაქის განვითარება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში 1,092 ოჯახისთვის გათვლილი, 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა.

ჯარის ქალაქის მეორე ფაზის ფარგლებშიც დაგეგმილია 7-სართულიანი 39 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ამასთანავე, წინა პროექტისგან განსხვავებით, ახლა სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორის შესარჩევად ღია ტენდერი გამოცხადდება, რადგანაც პირველი ფაზის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები თავდაცვის სამინისტრომ უტენდეროდ შეისყიდა და პროექტი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანია "დელტა მშენებელმა" ააშენა.

"სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან და ამის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები განაწილდება სულადობის პრინციპის შესაბამისად, სამხედროები 50, 80 და 110 კვ.მ. ბინებს მიიღებენ. მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი,“- პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 300 მილიონი ლარის ღირებულების ანალოგიური ხასიათის და სირთულის საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები. კომპანიებს ტენდერში საკუთარი განცხადებების წარდგენა 18 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები