მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება სებ-ის მონეტარული პოლიტიკა?

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით, 10.25%-მდე შეამცირა. სების შეფასებით, ქვეყანაში 0.6%-მდე შემცირებული ინფლაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ქვეყანა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის რეჟიმის შემსუბუქებაზე გადაერთოს. გავრცელებულ ინფორმაციაში ეროვნული ბანკი წერს, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ჯერ კიდევ საყურადღებოა. ამ რისკების გათვალისწინებით კი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს და, წინა სხდომაზე უცვლელად დატოვების შემდეგ, მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით ამცირებს. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. 

„ჩვენი გეგმაა, რომ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე შევამციროთ“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება.

სტუმარი: თამთა სოფრომაძე - ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები