მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი იქნება ვერცხლის ფასი 2026 წელს?

ვერცხლი

ვერცხლის ფასის პროგნოზი 2026 წლისთვის საკმაოდ ოპტიმისტურია და ანალიტიკოსების უმეტესობა ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელებას ელოდება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის Citigroup-ისა და Bank of America-ს პროგნოზების მიხედვით, 2026 წელს ვერცხლის ფასი კილოგრამზე საშუალოდ 2,100-დან 2,700 დოლარამდე იქნება, რაც პოტენციურად 20%-იან ზრდას წარმოადგენს.

ფასის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ მიზეზად სამრეწველო მოთხოვნა სახელდება. ვერცხლი შეუცვლელი კომპონენტია მზის პანელების, ელექტრომობილებისა და მაღალტექნოლოგიური ელექტრონიკის წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ 2026 წლისთვის მსოფლიო კიდევ უფრო აქტიურად გადავა განახლებად ენერგიაზე, ლითონზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მის მოპოვებას, რაც ბაზარზე სტრუქტურულ დეფიციტს შექმნის.

გარდა ამისა, ინვესტორები ვერცხლს განიხილავენ, როგორც ძვირფას აქტივს, რომელიც იცავს მათ კაპიტალს ეკონომიკური რყევებისგან. ამასთან, ვერცხლი ოქროს იაფ ალტერნატივად განიხილება, რაც მის მიმართ ინტერესს ზრდის, თუმცა სპეკულაციური ვაჭრობის რისკებსაც აჩენს.

ცნობისთვის, 2025 წლის განმავლობაში ვერცხლის ფასი ბირჟაზე თითქმის 150%-ით გაიზარდა, რაც მას ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონდე აქტივად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები