მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2022 წელი „ელემენტ ჰოლდინგისთვის“?

6422d288cb35d
ვიქტორია მღებრიშვილი
28.03.23 22:30
653
სამშენებლო სექტორში მოქმედ კომპანია „ელემენტ ჰოლდინგში“ გასულ 2022 წელს გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად დადებითად აფასებენ. აღნიშნავენ, რომ კომპანია ჰოლდინგური სტრუქტურით სწორედ 2022 წელს ჩამოყალიბდა.

აღსანიშნია, რომ „ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სფეროდან 10-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. შვილობილი კომპანიები სამშენებლო დარგის ისეთ მიმართულებებს ფარავენ, როგორიცაა ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო სერვისები.

„ელემენტ ჰოლდინგის“ საქმიანობა რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში და წლის შედეგები გადაცემა #რედაქტ2-ში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაქრო ებელაშვილმა შეაფასა. ჰოლდინგის სტრუქტურით ოპერირების პირველ წელს ზრდის მაჩვენებელზე ვერ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა რომ თითოეული შვილობილი კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„2022 წელი ის პერიოდი იყო, როდესაც კომპანია ჰოლდინგური სტრუქტურით ჩამოყალიბდა, შვილობილი კომპანიებითა და მართვის ახალი სტრუქტურით. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ გასულ წელს საკმაოდ დიდი ზრდა გვქონდა, თუმცა წინა წელთან შედარებას ვერ მოვახდენ, რადგან კომპანიაში ბევრი შვილობილი კომპანია და შესაბამისად, ახალი მიმართულებები სწორედ 2022 წელს დაგვემატა“, - აღნიშნა ზაქრო ებელაშვილმა.

კითხვაზე - როგორ შეძლო ჰოლდინგმა რუსეთ-უკრაინის ომის პირობების ოპერირება და შექმნილის სირთულეები გადალახვა, ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს, რომ ალტერნატიული საიმპორტო ბაზრების მუდმივი კვლევის პროცესმა, მათ კომპანიებს ნედლეულის დეფიციტის საფრთხე თავიდან აარიდა.

„საკმაოდ რთული პანდემიური წელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით გამოვიარეთ და როდესაც უკვე ვფიქრობდით, რომ განვითარების რეალურ ზრდაზე კონცენტრირება შესაძლებელი იყო, ამ დროს რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რამაც სექტორში სირთულეები შექმნა. პრობლემების პირობებში ჩვენი ჰოლდინგი მზად იყო, რომ მსგავს გამოწვევებს გამკლავებოდა. ჰოლდინგის ფარგლებში მოქმედი შესყიდვების დეპარტამენტი საქონლის შესაძენად ალტერნატიულ ბაზრებს ყოველთვის იკვლევს, ამიტომ ერთი ბაზრის დაკეტვისას ლოგისტიკური ჯაჭვის რღვევისას, ჩვენ მზად ვართ ალტერნატიული ბაზრიდან შევიძინოთ საქონელი.

უკრაინა ჩვენთვისაც ისევე როგორც მთლიანად დარგისთვის სამშენებლო მასალების ერთ-ერთი მთავარი საიმპორტო ბაზარი იყო. ამ დროს ალტერნატიულ ბაზარზე გადაწყობა მოვახერხეთ ნედლეულის შემოტანა თურქეთიდან და ირანიდან დავიწყეთ.

ამ პროცესში ჩვენი შვილობილი სამშენებლო მასალებისა და მსუბუქი ტექნიკის იმპორტიორი კომპანია „თიფოქსის“ წვლილი დიდი იყო. ის ომის დაწყებამდე შეიქმნა და კარგი ბაზა აქვს, რომ იმ პერიოდში როდესაც ჰოლდინგს შესყიდვების ნაწილში პრობლემები გაუჩნდება თავისი გამოცდილება გააზიაროს და სხვა შვილობილ კომპანიებს ნედლეულზე პრობლემები არ შეექმნათ“, - განმარტავს ზაქრო ებელაშვილი და დასძენს, რომ რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულმა პროცესებმა სამშენებლო მასალების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა მისი თქმით, პროექტების ღირებულება ძალიან არ გაზრდილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები