მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო I კვარტალში ახალი ბინების 1მ²-ის მედიანური ფასი უბნების მიხედვით?

644633389f83f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.23 12:04
4564
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების I კვარტლის ინდექსის მიხედვით, საცხოვრებელი ბინების ფასები წლიურად 10.7%-ით გაიზარდა. ამასთან, ბინების ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.3%-ით, ხოლო კერძო სახლების 11.6%-ით გაიზარდა.

განახლებული ინდექსის მიხედვით, თბილისის უბნების მიხედვით 2023 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული ბინების 1მ²-ის მედიანური ღირებულება ასეთი იყო:

• მთაწმინდა - 4 919 ლარი;
• ვაკე - 4 201 ლარი;
• საბურთალო - 3 344 ლარი;
• ჩუღურეთი - 3 257 ლარი;
• კრწანისი - 3 175 ლარი;
• დიდუბე - 3 004 ლარი;
• ნაძალადევი - 2 928 ლარი;
• ისანი - 2 856 ლარი;
• გლდანი - 2 788 ლარი;
• სამგორი - 2 647 ლარი;

რაც შეეხება კერძო სახლების სეგმენტს, ამ შემთხვევაში 1მ²-ის ფასი თბილისის უბნების მიხედვით ასეთი იყო:

• მთაწმინდა - 3 619 ლარი;
• ვაკე - 3 405 ლარი;
• საბურთალო - 2 944 ლარი;
• დიდუბე - 2 717 ლარი;
• ჩუღურეთი - 2 451 ლარი;
• კრწანისი - 2 213 ლარი;
• ისანი - 2 194 ლარი;
• სამგორი - 2 002 ლარი;
• ნაძალადევი - 1 958 ლარი;
• გლდანი - 1 864 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები