მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი კვარტალური შედეგები აქვს ფარმაცევტულ გიგანტ Merck-ს?

MERCK

ფარმაცევტული ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Merck-მა 2025 წლის ბოლო კვარტალის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც შემოსავლებმა $16.32 მილიარდს მიაღწია და 12%-ით უმჯობესი შედეგი დააფიქსირა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით Merck-მა ანალიტიკოსების მოლოდინებს ნახევარი მილიარდით გადააჭარბა. ინვესტორებისთვის გასაცემი დივიდენდების მოცულობამ ერთ აქცია $1.82 დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3 ცენტი იყო. რაც შეეხება წმინდა მოგებას, ამ კუთხით მცირედი კლება დაფიქსირდა.

კერძოდ, $1.21 მილიარდამდე, რაც 2024 წლის მე-4 კვარტალის შედეგებს $200 მილიონით ჩამორჩება. მსგავსი ვარდნა განაპირობა Merck-სა და ონოკოლოგიურ მიმართულებაზე მომუშავე კომპანია Daiichi Sankyo-ს შორის დაწყებულმა პარტნიორობამ, რომლისთვისაც ფარმაცევტულ გიგანტს წინსწრებით $5.5 მილიარდის გადახდა მოუწია. თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს ღირებული გადაწყვეტილება იყო და ის რამდენიმე წელიწადში ინვესტორებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

2025 წლის ბოლო კვარტალში კომპანიის შემოსავლების ზრდა განსაკუთრებით სიმსივნესთან გასამკლავებელი წამლის, Keytruda-ს გაყიდვებმა განაპირობა. საუბარია $7.51 მილიარდზე, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 14%-ით აჭარბებს. დაახლოებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა პაპილომა ვირუსისთვის განკუთვნილი ვაქცინების, Gardasil-ის გაყიდვებით და $2.14 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება ცხოველთათვის განკუთვნილი პრეპარატების გაყიდვას, აქედან Merck-მა შემოსავლის სახით $1.34 მილიარდი მიიღო და 2024 წლის მე-4 კვარტალის შედეგებს 4%-ით გადააჭარბა. ფისკალური 2025 წლის შეჯამებასთან ერთად ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მომავალი 12 თვის პროგნოზიც გამოაქვეყნა. კერძოდ, Merck-ი მოელის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე შემოსავალი $64.1-$65.3 მილიარდის ფარგლებში იქნება. ინვესტორები ამ მონაცემების გამოქვეყნებას დადებითად შეხვდნენ. ბოლო 24 საათში Merck-ის აქციების ფასი, საშუალოდ, 2%-ით გაიზარდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $287.52 მილიარდამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები