მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი კვარტალური შედეგები აქვს Oracle-ს?

ლარი ელისონი Oracle

მონაცემთა ცენტრების ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Oracle-მა ფისკალური წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, აღნიშნულ პერიოდში შემოსავალი წლიურ ჭრილში 21%-ით გაიზარდა და $19.18 მილიარდის შეადგინა.

საყურადღებოა, რომ უოლ-სტრიტის მოლოდინების გამართლება და გადაჭარბება ლარი ელისონის კომპანიამ წმინდა მოგების მოცულობითაც შეძლო. კერძოდ, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $3.43 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $4.22 მილიარდი შეადგინა. ამასთან, თითო აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ $2.03-ს მიაღწია და ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $1.96-ს გადააჭარბა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შედეგების განსაკუთრებული გაუმჯობესება ქლაუდ-სერვისების კუთხით დაფიქსირდა, სადაც მიღებული შემოსავალი 47%-ით გაიზარდა და $9.91 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებას, ამ სეგმენტმა $6.82 მილიარდი გამოიმუშავა.

თავად ქლაუდ-ინფრასტრუქტურის შემოსავალი კი 93%-ით გაიზარდა და $5.8 მილიარდს მიაღწია.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად კომპანია ჯამში $40 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. აქედან $20-მილიარდის შესახებ კომპანიამ უკვე ოფიციალურად განაცხადა. აღსანიშნი ფაქტია, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილების დაანონსების ფონზე, Oracle-ის აქციების ფასი 10%-ით შემცირდა.

ცნობისთვის, ამჟამად ერთი აქცია $183-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $578.83 მილიარდს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები