გამოკითხულთა უმრავლესობა - 39% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, - ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია.
კერძოდ, კითხვაზე: "საერთო ჯამში, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო", გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 32% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 8%-ს არ ჰქონდა პასუხი.
აღსანიშნავია, რომ იგივე კითხვაზე თბილისში გამოკითხული რესპოდენტების 40%-მა განაცხადა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 34% ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 18% ფიქრობს, რომ საერთოდ არ იცვლება.
ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ აღნიშნულ თემაზე საქართველოს დანარჩენ სოფლებსა და ქალაქებში თითქმის ისე ფიქრობენ, როგორც, ზოგადად, ქვეყანაში.
ცნობისთვის: სატელეფონო გამოკითხვის საველე სამუშაოები მოიცავდა 6-11 აგვისტოს პერიოდს, გამოკითხულია 2,045 მოქალაქე, საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.3%-ია.