მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი პროგნოზები და მოლოდინები აქვს Goldman Sachs-ის დირექტორს 2026 წელს?

სოლომონი

საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის გენერალური დირექტორი, დევიდ სოლომონი, აშშ-ის ეკონომიკის მიმართ ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს და პროგნოზირებს, რომ 2026 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება.

ბანკის ხელმძღვანელის პოზიტიური მოლოდინები რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორს ეყრდნობა, რომელთა შორის უმთავრესი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები და სახელმწიფო ფისკალური სტიმულირებაა. სოლომონის განმარტებით, ტექნოლოგიური გიგანტების მიერ მონაცემთა ცენტრებისა და AI-ტექნოლოგიების განვითარებაზე დახარჯული ასეულობით მილიარდი დოლარი მშპ-ის ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორია, რაც 2026 წელსაც აუცილებლად შენარჩუნდება.

სოლომონის აზრით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შეიცვალა მარეგულირებელი გარემოც, რაც კომპანიების ხელმძღვანელებს მეტ სტიმულს აძლევს დიდი ინვესტიციები განახორციელონ და გაფართოებაზე იფიქრონ.

Goldman Sachs-ის ხელმძღვანელი ელის, რომ 2026 წელი განსაკუთრებით აქტიური იქნება კაპიტალის ბაზრისთვის, რადგან ბევრი მსხვილი კერძო კომპანია, მათ შორის ტექნოლოგიური სექტორიდან, სწორედ ამ პერიოდში გეგმავს საფონდო ბირჟაზე გასვლას, მათ შორის რამდენიმე პოტენციურად ტრილიონიანი IPO არის დაგეგმილი.

სოლომონი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიური წინსვლით გამოწვეული პროდუქტიულობის ზრდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამერიკის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და ახალ ინდუსტრიებსა თუ სამუშაო ადგილებს შექმნის, ამიტომ AI-რევოლუციის მოქალაქეებს არ უნდა ეშინოდეთ.

ეკონომიკის მიმართ არსებული პოზიტიური მოლოდინების პარალელურად, $293-მილიარდიანი ბანკის ხელმძღვანელი წელს ამერიკული საფონდო ინდექსების დინამიკურ ზრდასაც პროგნოზირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები