მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი შედეგი აქვს უკრაინულ SWARMER-ს საფონდო ბირჟაზე?

swarmer

Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ხმაურიანი დებიუტიდან ორი კვირის თავზე, უკრაინული Swarmer-ის საბაზრო შეფასება 570 მილიონი დოლარის ფარგლებშია.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამხედრო დრონების ტექნოლოგიის მქონე სტარტაპის შეფასება 26%-ით არის გაზრდილი, ხოლო IPO-ს საერთო ამონაგები 1,000%-ს აჭარბებს.

უნდა აღინიშნოს, რომ Swarmer-ი პირველი უკრაინული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დაილისტა.

Swarmer არ არის დრონების მწარმოებელი ჩვეულებრივი კომპანია; ის სპეციალიზებულია ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თანამედროვე ბრძოლის ველის არქიტექტურა.

კომპანიის მთავარი პროდუქტია პროგრამული უზრუნველყოფა Styx-ი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ათეულობით სხვადასხვა ტიპის დრონს ერთიან, კოორდინირებულ გუნდად, ანუ Swarm-ად კონტროლის საშუალებას იძლევა. ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებით, სადაც თითოეულ საფრენ აპარატს ინდივიდუალური ოპერატორი აკონტროლებს, Swarmer-ის ტექნოლოგია ერთ ადამიანს აძლევს საშუალებას მთელი ფლოტი მართოს და გადაწყვეტილებები კოორდინირებულად მიიღოს. Swarmer-ის ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად ანაწილებს როლებს დრონებს შორის, შესაბამისად, ზოგიერთი აპარატი დაზვერვაზეა ორიენტირებული, ზოგი კი - სამიზნის იდენტიფიცირებასა და უშუალოდ იერიშზე.

ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა თქვას, რომ კომპანია საკმაოდ ახალია. ის 2023 წელს სერგეი კუპრიენკომ და ალექს ფინკმა დააარსეს, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდაჭერით, მან 2-3 წელიწადში მოახერხა ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, როგორიც ამერიკულ სამხედრო კომპანიებსაც კი არ აქვთ და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ Swarmer-ის დამკვეთთა სიაში საკმაოდ მალე ვიხილავთ პენგატონსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები