დღეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკას რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში 3 მოზარდს მკურნალობენ და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 120 პაციენტი, მათგან 92 არის covid-ინფიცირებული. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, მათგან 7 - ხელოვნურ ვენტილაციაზე, 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია; მათი მდგომარეობის დამძიმება გამოწვეულია პათოლოგიური, სომატური დაავადებებით. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა და ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ. 53 პაციენტს აქვს მწვავე პნევმონია, მათთან, ასევე, მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. ჩვენთან წევს, ასევე, 3 მოზარდი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით ვადის გასვლას და ჩაუტარდებათ ტესტები ვირუსზე. დღეს რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა რატიანმა.




























