მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ახალი Lamborghini Urus Hybrid SE?

urus

იტალიურმა Lamborghini-მ თავისი სუპერ-SUV-ის ახალი ვერსია წარადგინა, რომელიც ჰიბრიდული ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და თითქმის 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Urus Hybrid SE-ის ფუნდამენტი ისევ 4 ლიტრის მოცულობის 8-ცილინდრიანი ძრავაა, რომელსაც ახლა ელექტრომოტორი დაემატა, რომლის წყალობით, ავტომობილის აჩქარება და სიმძლავრე დრამატულად გაიზარდა.

ამჯერად 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებს Lamborghini-ს სუპერ-SUV-ი 3.4 წამში შეძლებს. გარდა ამისა, ჰიბრიდული სისტემა ავტომობილის საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის შემცირების საშუალებას აძლევს.

აგრეთვე, ახალ Urus-ს სრულად ელექტრონულ რეჟიმში დაახლოებით 65 კილომეტრის გავლა და ელექტროდამტენით დამუხტვა შეუძლია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ევროპული სახელმწიფოების დედაქალაქებშია, სადაც შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება.

ახალ სისტემასთან ერთად, განახლდა Urus-ის დიზაინიც, მისი მაშუქები უფრო თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური გახდა. ასევე, შეიცვალა ინტერიერის დიზაინი და ცენტრალური სამართავი სისტემა, რომელიც თანამედროვე ფუნქციონალით აღიჭურვა.

ახალი Urus Hybrid SE-ის ფასი 250,000 დოლარიდან იწყება და ის 400,000 დოლარს აღწევს