მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური სტადიის წინ, ფიფას ოფიციალური მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ერთ მატჩს საშუალოდ 65 204 მაყურებელი ესწრება.
1994 წელს, აშშ-ში გამართულ ტურნირზე საშუალო დასწრება უფრო მეტი, 68 991 იყო. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგს ეს მუნდიალი ვეღარ გააუმჯობესებს - დარჩენილ თამაშებში ყველა არენის გავსების შემთხვევაშიც კი.
საერთო ჯამში დასწრების მხრივ კი მიმდინარე ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, საუკეთესოა, რადგან ისტორიაში პირველად, 48 გუნდი მონაწილეობდა და გაცილებით მეტი მატჩი მიიღო. აქამდე ჩატარებულ 96 თამაშს, ჯამში, 6 259 584 მაყურებელი დაესწრო. პირველ ადგილზე, ცხადია, მექსიკის ლეგენდარული არენა “აცტეკაა”, რომელმაც ჯამში 5 შეხვედრაში 404 120 ფანს უმასპინძლა.
ძველი რეკორდი 1994 წლის მუნდიალს ეკუთვნოდა, რომელსაც ჯამში 3,5 მილიონზე ცოტათი მეტი მაყურებელი დაესწრო - ოღონდ, იმ ტურნირზე ორჯერ ნაკლები, მხოლოდ 24 გუნდი მონაწილეობდა.




























