შეჩერებული პროცესის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკების დაწყების მოლოდინშია.
ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერა და ძალაში სრულად 2016 წლის ივლისში შევიდა. ხელშეკრულებამ პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველი შექმნა. ამ თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს სარგებელთა შორისაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), რომელმაც 2017 წლის 28 მარტიდან ქართულ ბიზნესს და პროდუქტებს ევროპის ბაზარი გაუხსნა, ხოლო საქართველოს მოსახლეობას შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა.
bm.ge გთავაზობთ, მონაცემებს როგორია საქართველოს სავაჭრო ბრუნვა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ევროკავშირის ქვეყნებთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პირობებში.
სავაჭრო ბრუნვა
საქართველოსა და EU-ს ქვეყნებს შორის მიმდინარე წლის 8 თვეში ვაჭრობა 6.9%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ბრუნვის მოცულობამ 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის საანგარიშო პერიოდში კი, 2.9 მლრდ აშშ დოლარი.
ექსპორტი
წელს, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტმა 342.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, აქ 2024 წლის მაჩვენებელი 36.8%-ით არის შემცირებული და 255 მლნ აშშ დოლარია.
TOP-10 საექსპორტო პროდუქტი 2024 წლის 8 თვეში:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $26.4 მლნ;
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $25.3 მლნ;
- ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - $25.1 მლნ;
- თხილი და სხვა კაკალი - $22.7 მლნ;
- ფეროშენადნობები - $22.4 მლნ;
- ღვინო - $21.5 მლნ;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $19.3 მლნ;
- სპირტიანი სასმელები - $14.5 მლნ;
- შერეული მერქნის პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები - $12.9 მლნ;
- შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - $10.6 მლნ.
იმპორტი
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2024 წელს იმპორტმა 2.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა 15.1%-ია.
TOP-10 იმპორტირებული პროდუქტი 2024 წლის 8 თვეში:
- მსუბუქი ავტომობილები - $431.8 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $273.1 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $194.6 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $68 მლნ;
- სატელეფონო აპარატები - $ 52.5 მლნ;
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - $43 მლნ;
- სიგარები, სიგარილები - $40.1 მლნ;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $38.9 მლნ;
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად - $37.4 მლნ;
- არევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - $34.7 მლნ.
FDI
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ 768.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება EU-ს, 2024 წლის 2 კვარტალში ევროკავშირის 27 ქვეყნიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 129%-ით შემცირდა და 229.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები
ევროკავშირი საქართველოს ფულადი გზავნილების მთავარი კონტრიბუტორია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 290.6 მლნ აშშ დოლარი (784.4 მლნ ლარი) შეადგინა, აქედან 129.4 მლნ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან რაც მთლიანი გზავნილების 44.4%-ია ხოლო წლიური ზრდა 12.4%-ია.
რაც შეეხება სრულ 2024 წლის 8 თვეს, ევროკავშირიდან სრულად 939.3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. გასული წლის საანგარიშო პერიოდში კი, 10.6%-ით ნაკლები - 849 მლნ აშშ დოლარი.