მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ღვინის/ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების შემოწმების შედეგები? - ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინო

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ხარისხის კონტროლი ღვინის 86 კომპანიაში განხორციელდა - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

"მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 24 კომპანიაში განხორციელდა 61 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 177 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 8 ნიმუშში.

ერთ კომპანიაში განხორციელდა 4 სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ისახავს მიზნად. 4 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ ნიმუშში აღმოჩნდა.

შიდა ბაზრის კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 23 ობიექტი, 16 კომპანიის 34 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 10 კომპანიის 14 ნიმუშში.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“-ის მიერ ინსპექტირება განხორციელდა 45 კომპანიაში, აღებული 127 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 3 ნიმუშში.

ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 68 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ სადეგუსტაციოდ წარდგენილი იყო 3301 ნიმუში, საიდანაც ტესტირება ვერ გაიარა 121-მა, დადებითად შეფასდა 3180", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები