2020 წლის მაისის მდგომარეობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები აზერბაიჯანსა და ყაზახეთში არ შეცვლილა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მაისის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები შემდეგია: სომხეთში 5.00% (-25სპ), რუსეთში 5.5% (-50სპ), აზერბაიჯანში 7.25% (უცვლელი), ბელარუსში 8.75% (-25სპ), საქართველოში 8.5% (-50სპ), ყაზახეთში 9.5% (უცვლელი), თურქეთში 8.75% (-100სპ) და უკრაინაში 8.00% (-200სპ).
რაც შეეხება გაცვლით კურსს, Galt&Taggart-ის მაისის თვის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ გლობალური სიტუაციის შედარებით გაუმჯობესების შედეგად, რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში გაცვლითი კურსი მაისში დასტაბილურდა. კერძოდ, ლარი დოლართან მიმართებაში 1.2%-ით გამყარდა, რუბლი 4.9%-ით გამყარდა, KZT 3.9%-ით, TRY 2.5%-ით, BYN 1.9%-ით, ხოლო უკრაინის UAH უცვლელად შენარჩუნდა (+0.1%).