მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია მსოფლიოს ყველაზე კრიტიკული სავაჭრო მარშრუტების რეიტინგი?

ვაჭრობა

სავაჭრო გზები გლობალური ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენენ. ტვირთების 80%-ზე მეტი მსოფლიოს მასშტაბით საზღვაო გზებით გადაიზიდება. სახმელეთო და სარკინიგზო მიმართულებებზე კი ვაჭრობის საკმაოდ მცირე ნაწილი მოდის. საზღვაო გზების ასეთი დომინაცია იმ მარტივი მოცემულობით არის განპირობებული, რომ ეს ყველაზე მარტივი და იაფი მეთოდია, შესაბამისად, ქვეყნების უმეტესობა ვაჭრობისათვის სწორედ ამ მეთოდს ირჩევს.

ამჯერად წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე დატვირთული სავაჭრო გზების, ე.წ. გზაჯვარედინების რეიტინგს, რომელთაც ყოველწლიურად ყველაზე მეტი ტვირთის გატარება უწევთ:

1) მალაქის სრუტე
გლობალური ვაჭრობის 40%
TEU კონტეინერები წლიურად: 40-50 მლნ
გემების რაოდენობა: 94,000
ქვეყნები: ინდონეზია, მალაიზია, სინგაპური, ტაილანდი

2) ლა-მანშის სრუტე
გლობალური ვაჭრობის 15%
TEU კონტეინერები წლიურად: 15-18 მლნ
გემების რაოდენობა: 100,000
ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი

3) სუეცის არხი
გლობალური ვაჭრობის 12%
TEU კონტეინერები წლიურად: 20-25 მლნ
გემების რაოდენობა: 25,000
ქვეყანა: ეგვიპტე

4) ჰორმუზის სრუტე
გლობალური ვაჭრობის 10%
TEU კონტეინერები წლიურად: 5-7 მლნ
გემების რაოდენობა: 20,000
ქვეყნები: ირანი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

5) პანამის არხი
გლობალური ვაჭრობის 5%
TEU კონტეინერები წლიურად: 10-12 მლნ
გემების რაოდენობა: 18,000
ქვეყანა: პანამა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები