მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ფინანსური დამოკიდებულება რუსეთზე? - სუს-ის ანგარიში

ოკუპაცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფინანსური დამოკიდებულება რუსეთზე ანექსიის კუთხით კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

დოკუმენტში მოცემულია, რამდენით დაფინანსდა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მხრიდან.

„ანექსიის კუთხით კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 159 მლნ დოლარის შეადგენდა, რომლის დაახლოებით 41% (დაახ. 65 მლნ დოლარი) რუსულ ტრანშს წარმოადგენდა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მლნ დოლარი იყო, რომლის დაახლოებით 78% (დაახ. 83.2 მლნ დოლარი) რუსეთის ფედერაციას დააფინანსა“, - წერია დოკუმენტში.

სუს-ის ანგარიშში რუსეთზე აფხაზეთის ეკონომიკურ დამოკიდებულებაზეც წერია: „ანექსიის ჭრილშია განსახილველი ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. გავრცელებული მონაცემებით, 2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონის „ტვირთბრუნვამ“ 414.6 მლნ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს. უწყებაში აცხადებენ, რომ 2023 წელს ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა ხორციელდებოდა, რაც უკანონო სამხედრო წვრთნებს, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და სხვა დესტრუქციულ აქტივობებს მოიცავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები