მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია Porsche-ს და Honor-ის 2,000-დოლარიანი სმარტფონი?

honor

Porsche Design-მა და Honor-მა, პარტნიორობის ფარგლებში, ახალი ფლაგმანური სმარტფონი Honor Magic6 RSR Porsche გამოუშვეს, რომელიც პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი და დღეს ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ტელეფონია, რომლის ფასი 2,000 დოლარს აღწევს. შედარებისთვის, Samsung S24 Ultra-ს ფასი $1,300 შეადგენს, ხოლო iPhone 15 Pro Max-ის ღირებულება 1,200 დოლარია.

კოლოსალური ფასის სანაცვლოდ მომხმარებელი 5,600mAh-ის მოცულობის ბატარეას, 6.8-ინჩიან ეკრანს, 24GB RAM-ს და 1TB-ის მოცულობის მეხსიერებას იღებს.

გარდა ამისა, სმარტფონი აღჭურვილია Qualcomm Snapdragon 8 Gen 3-ის სერიის პროცესორით და Adreno 750-ის გრაფიკული ბარათით, რაც ამჟამად ბაზარზე არსებულ საუკეთესო აღჭურვილობად ითვლება, რადგან ზემოხსენებული S24 Ultra სწორედ ამ პროცესორით არის შეიარაღებული.

Honor-ის და Porsche Design-ის სმარტფონს შთამბეჭდავი კამერაც გამოარჩევს, რომელიც 180-მეგაპიქსელიანია.

უშუალოდ Porsche Design-ის ჩართულობით სმარტფონმა Taycan-ით შთაგონებული, დახვეწილი დიზაინი, ექსკლუზიური ფერები და პრემიუმ შეფუთვა შეიძინა, რომლითაც საბაზისო Magic6 ვერ დაიკვეხნიდა.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Magic6 RSR ღირსეული Android სმარტფონია, რომელიც კონკურენტებთან შედარებით გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ამ კოლოსალურ ფასს კი ერთი სიტყვა განაპირობებს - Porsche.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები