მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულება? - კვლევა

საქართველო

ICC საქართველომ EBIT GROUP-თან ერთად მომზადებული საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ეკონომიკური ურთიერთობების სხვა პარამეტრებს ეფუძნება.

უახლესი ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირზე ეკონომიკური დამოკიდებულება 24%-ია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 2.9 პროცენტული პუნქტით აღემატება. რუსეთსა და თურქეთზე კი 15-15% მოდის. რუსეთის წილი საქართველოს საგარეო ეკონომიკურ დამოკიდებულებაში 1.8 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო თურქეთის შემთხვევაში მცირე, 0.7 პროცენტული პუნქტით ზრდა ფიქსირდება. ამასთან, 8% მოდის აშშ-ზე, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 0.3 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება.

"ევროკავშირმა შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან 2024 წლის პირველ კვარტალში, მიუხედავად ისეთი გამოწვევებისა, როგორიცაა ექსპორტის შემცირება და ფინანსური ნაკადების ცვალებადობა.

რუსეთი რჩება საქართველოსთვის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად, მაგრამ 2024 წლის პირველ კვარტალში შესამჩნევი კლება იყო იმპორტის, ექსპორტის, ფულის ნაკადის, ტურიზმიდან შემოსავლისა და უცხოური ინვესტიციების კუთხით",- აღნიშნულია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები