კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას გადასინჯავს, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
BM.GE გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს რიცხვებს და ციფრებში.
ვაჭრობა
წელს, კანადასთან ექსპორტი 70.9%-ით გაზარდა, იმპორტი კი, 17.6%-ით შემცირდა. საბოლოოდ, სავაჭრო ბრუნვამ 35.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12.4%-ით ნაკლებია.
შვედეთთან ვაჭრობის ბოლო 5 წელი ასეთია:
- 2019 - 19,9 მლნ; ( აქედან ექსპორტი - $2.5 მლნ; იმპორტი - 17.3 მლნ);
- 2020 - 26,9 მლნ (ექსპორტი - 6.6 მლნ; იმპორტი - 20.2 მლნ);
- 2021 - 38,5 მლნ; (ექსპორტი - 15.6 მლნ; 22.9 მლნ);
- 2022 - 26,9 მლნ (ექსპორტი - 4.8 მლნ; 22 მლნ);
- 2023 - 506 მლნ (ექსპორტი - 4.1 მლნ; 46.4 მლნ).
ექსპორტმა 2024 წლის 9 თვეში 4.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:
- აირის ტურბინები - $1.2 მლნ;
- ღვინო - $852.9 ათასი;
- თხილი - $654.3 ათასი;
- შერეული მერქნისაგან წარმოებული ფანერები - $506.8 ათასი;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $365.1 ათასი.
კანადიდან იმპორტმა მიმდინარე წელს 30,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - $25.2 მლნ;
- გაყინული თევზი - $907.1 ათასი;
- ელემენტები ქიმიური რადიოაქტიური და იზოტოპები რადიოაქტიური და მათი ნაერთები - $374.6 ათასი;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $317.8 ათასი;
- მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია ტემპერატურის ცვლილება - $308.9 ათასი.
FDI
გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკაში 5.1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც ინვესტიციების 0.3%-ია.
ყველაზე მეტი, 8.4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია კანადიდან საქართველოში 2018 წელს განხორციელდა.
ბოლო 5 წლის FDI-ის მაჩვენებლები ასეთია:
- 2019 - $400 000;
- 2020 - $800 000;
- 2021 - $8 მლნ;
- 2022 - $-4.5 მლნ;
- 2023 - $-5.1 მლნ.
ტურიზმი
წელს სამ კვარტალში საქართველოს კანადის 6 571 მოქალაქე სტუმრობდა. გასული წლის მაჩვენებელზე 18%-ით მეტი.
რაც შეეხება გასულ, 2023 წელს საქართველოში კანადის მოქალაქეების მიერ 7 457 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 49.1%-ით მეტია. პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელს კი, 5.2%-ით ჩამორჩება.
ფულადი გზავნილები
წელს კანადიდან საქართველოში 18.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 1.2%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდზე.
მთლიანად 2023 წელს კი, საქართველომ კანადიდან 25.3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.