მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი? - გარემოს სააგენტო კვლევის შედეგებს აქვეყნებს

შავი ზღვა

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 12 სხვადასხვა წერტილში, ყოველთვიურად და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. უწყების მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

სააგენტოს ინფორმაციით, ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ იგზავნება ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

ლაბორატორიული ანალიზის ფარგლებში სპეციალისტები ზღვის წყლის ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს განსაზღვრავენ. კერძოდ, მოწმდება:

  • 13 მძიმე მეტალი;
  • ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები;
  • 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადი;
  • სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების კონცენტრაცია.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) შესაბამისად.

ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დეტალური შედეგები პერიოდულად საჯაროვდება და ხელმისაწვდომია გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები