ამერიკულმა ტაქსის კომპანია Uber-მა მეორე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემების თანახმად, ბოლო სამ თვეში კომპანიის შემოსავალი $12.65 მილიარდამდე გაიზარდა და ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 35%-მდე გაიზარდა საოპერაციო მარჟაც. თავად საოპერაციო მოგებამ კი $2.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამის მიზეზი თვიურად Uber-ის სერვისის მომხმარებელთან რაოდენობის 15%-ით ზრდა გახდა. ინვესტორებთან შეხვედრაზე Uber-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოლო 3 თვეში ტაქსის სერვისით 3.3 მილიარდჯერ ისარგებლეს. ეს კი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18%-იანი ზრდაა.
კვარტალური ზრდის ფონზე, Uber-ი $20 მილიარდის წილების გამოსყიდვას გეგმავს. ეს კი, ცხადია, კომპანიისადმი ინვესტორების ნდობის ზრდის.




























