მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც ფინანსისტისთვის, პროფესიონალისათვის სებ-ის საბჭოს წევრობა მწვერვალია - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი

ეკატერინე ღაძაძე

ეს არის მწვერვალი, რასაც ფინანსურ სექტორში შემიძლია მივაღწიო - ასე ახსნა, ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ეკატერინე ღაზაძემ საკუთარი მოტივაცია, რატომ სურს ცენტრალურ ბანკში მუშაობა.

ეკატერინე ღაზაძის ბოლო სამუშაო გამოცდილება 5 წლით აუდიტის სამსახურში მთავარი აუდიტორის მოადგილეობაა.

"ვთვლი, როგორც ფინანსისტის, პროფესიონალის, ამ დარგში საკმაოდ დიდხანს მოღვაწე ადამიანისთვის ამაზე მეტად საინტერესო სამსახური არ არსებობს. ეს არის მწვერვალი, რასაც ფინანსურ სექტორში შემიძლია მივაღწიო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი რესურსი, რომელიც მაქვს მოვახმარო საქართველოს ფინანსური სექტორისთვის უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციას. დარწმუნებული ვარ, რომ რესურსი, ცოდნა და გამოცდილება გამაჩნია", - თქვა ღაზაძემ.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურსა და სებ-ს შორის არსებობს საერთო, რომ ორივე კონსტიტუციური დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ამიტომ, მისთვის ეს არ იქნება უცხო სფერო.

სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები