მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც იქნა გამოითქვა შინაარსობრივი დისკუსიის სურვილი. ამას ვიხვეწებოდით - პაპუაშვილი კანონპროექტის განხილვაზე

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ დისკუსიებს არასდროს გაურბის და სწორედ ესაა მისი სიძლიერე.

პაპუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის და პარტნიორების მხრიდან განცხადებებზე, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ირგვლივ დისკუსიაა საჭირო, რაზეც პაპუაშვილი აცხადებს, რომ აქამდე მმართველი პარტიაც „ამას იხვეწებოდა“.

„ეს ცოტა იმედის მომცემია, რომ ორი თვის თავზე, მას შემდეგ, რაც მოხდა ინიციირება ამ პროექტის, როგორც იქნა გამოითქვა სურვილი შინაარსობრივი დისკუსიის. აქამდე ამას ვამბობდით ჩვენ და ვიხვეწებოდით, ვთავაზობდით. იქნებოდა ეს NGO, ოპოზიცია თუ უცხოელი აქტორები, ყველას ვთავაზობდით შინაარსობრივ დისკუსიას. ნაცვლად ამისა, ჩვენ მივიღეთ რუსული სტილის პროპაგანდა ამ კანონის წინააღმდეგ, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება და სრულიად რუსული სტილი დისკუსიის დაბლოკვისა და ნამდვილად ევროპული მიდგომისა, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი დისკუსია, იყო სლოგანებით და ლოზუნგებით საუბარი. თუკი ახლა ვინმეს აქვს სურვილი, კი ბატონო. „ქართული ოცნების“ მთელი სიძლიერე შემდეგშია, რომ ჩვენ არასდროს გავურბივართ შინაარსობრივ დისკუსიას“,- თქვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები