მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„როგორც იქნა!“ —ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ქართულად ეხმაურება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
27.12.24 20:41
1508

„როგორც იქნა!“ — ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას X-ზე ქართულად ეხმაურება.

„მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ის უკვე სანქცირებულია ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის მიერ. დროა, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა გააკეთონ იგივე. ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდითაა“, — წერს კესტუტის ბადრისმა.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა.

OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები