მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორც იქნა, სახ.დეპმა ივანიშვილი დაასანქცირა. ევროპამ უნდა მიბაძოს! - რასა იუკნევიჩიენე

რასა იუკნვიჩიანე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ივანიშვილი ევროპამაც უნდა დაასანქციროს.

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მომავალი გადამწყვეტია ევროპის უსაფრთხოებისთვის და ევროპელ ლიდერებს მიმართავს.

"როგორც იქნა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა.

ევროპამ უნდა მიბაძოს!

წევრი ქვეყნების ძვირფასო ლიდერებო, ძვირფასო კაია კალას, მარტა კოს, დროა გამოვიჩინოთ ლიდერობა და გავემგზავროთ თბილისში.

საქართველოს მომავალი გადამწყვეტია ევროპის უსაფრთხოებისთვის",- დაწერა რასა იუკნევიჩიანემ.

ცნობისთვის, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები