მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"[რუსეთის დაზვერვის განცხადება] ივანიშვილის პირდაპირი მხარდაჭერაა" - რასა იუკნევიჩიენე

რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე რუსეთის დაზვერვის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ევროკავშირი თბილისის საპროტესტო აქციებში მონაწილეებს ფულს უხდის.

როგორც იუკნევიჩიენე წერს, რუსული დაზვერვის ეს განცხადება ივანიშვილის რეჟიმის პირდაპირ მხარდაჭერას ნიშნავს.

"თუ ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ თბილისის ქუჩებში პროტესტი ადგილობრივი დაპირისპირებაა ოპოზიციასა და მთავრობას შორის, რუსეთის დაზვერვის განცხადება საპირისპიროს ამტკიცებს. ეს არის რუსეთის პირდაპირი ჩართულობა ივანიშვილის მხარდაჭერაში.

ნება მომეცით, შეგახსენოთ: 2020 წელს დემოკრატი ბელორუსები პროტესტისთვის ფულის აღებაში დაადანაშაულეს. კრემლის იგივე ნარატივს იყენებენ. ზუსტად ისე, როგორც კრემლმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს, ახლა ივანიშვილს უჭერს. რუსეთი "ქართულ ოცნებას" მარიონეტივით მართავს.

შეცდომას ნუ დაუშვებთ - ეს საქართველოს არ ეხება. ეს არის რუსეთის მცდელობა, როგორც ამას თვითონ მიიჩნევს, გავლენის კანონიერი სფერო დაიბრუნოს.

ევროკავშირის ქვეყნებისთვის ეს მკაფიო სიგნალი უნდა იყოს: მათ მხარი უნდა დაუჭირონ ქართველ ხალხს", - წერს რასა იუკნევიჩიენე.

რუსეთის საგარეო დაზვერვის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოში საპროტესტო მუხტისა და აქციების შენარჩუნებისთვის ფინანსურ რესურსს ხარჯავს, რაც თითოეულ ადამიანზე ერთი დღისთვის 120 ევროს ოდენობით განისაზღვრება. ამასთან, რუსულ უწყებაში იმასაც აცხადებენ, რომ ევროკავშირი პროევროპელი ახალგაზრდების პროექტებსაც დააფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები