მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როკფელერების ფონდმა სამუშაო ადგილების შესაქმნელად $100 მილიონი გამოყო

როკფელერი

Rockefeller Foundation-ი $100 მილიონის მოცულობის ახალ ინიციატივას იწყებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შრომის ბაზრის ტრანსფორმაციის პირობებში ამერიკელი დასაქმებულების დახმარებას ისახავს მიზნად.

პროექტი, სახელწოდებით "Big Bet on Good Jobs for America", სამ წელზეა გათვლილი და მიზნად 250 სხვადასხვა ლოკაციაზე 1.6 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას ისახავს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია ფოკუსირებას იმ თემებზე მოახდენს, სადაც ტექნოლოგიური პროგრესის გამო უმუშევრობის რისკი ყველაზე მაღალია. ფონდის ვიცე-პრეზიდენტის, დერეკ კილმერის განცხადებით, ინიციატივა მოიცავს პოზიციებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, კვება და სოფლის მეურნეობა.

პროგრამის ფარგლებში Rockefeller Foundation-ი მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ახალი მიდგომების დასატესტად. ინიციატივა მოიცავს პროფესიული გადამზადების კურსებს, ბავშვზე ზრუნვის სერვისებზე წვდომის გაფართოებასა და დასაქმებისას ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას.

შეგახსენებთ, რომ Rockefeller Foundation-ი ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა პლანეტაზე, რომელიც საუკუნეზე მეტია გლობალური ჯანდაცვისა და ეკონომიკური განვითარების პროექტებს აფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები