პოლიტიკური ჯგუფი, ევროოპტიმისტების წევრი, რომან გოცირიძე, დღგ-ს ზღვრის 100 000 ლარით გაზრდას ითხოვს - შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია და საკომიტეტო მოსმენებიც დაწყებულია.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური ზედა ზღვარი 100 000 ლარია, რაც მნიშვნელოვნად აცდენილია რეალობას. როგორც ინიციატორი განმარტავს, აღნიშნულ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წელს ფასების დონე (სამომხმარებლო ფასების წლიური ინდექსი) გაზრდილია 158%-ით 2004 წელთან შედარებით, როცა ზედა ზღვარი დაწესდა. ეს კი, ნიშნავს, რომ 2004 წლის 100 ათასი ლარის მსყიდველობითუნარიანობა დღევანდელი 258 ათასი ლარის ტოლია. შესაბამისად, ინიციატორები მიიჩნევენ, რომ დღგ-ის ზღვარი 100 ათასი ლარი უნდა იყოს.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ასეთი ძველი სტანდარტებით დიფერენცირება არ შეესაბამება საქართველოში დასაბეგრ პირთა დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას. კანონპროექტში წერია, რომ აღნიშნული დადებითად აისახება დღგ-ის გადამხდელ პირებზე, რადგანაც ბევრი მათგანი საერთოდ გათავისუფლდება მოცემული გადასახადის გადახდისგან, რაც მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათია.
ინიციატორების ვარაუდით, წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად შემცირდება დაახლოებით 120-130 მლნ ლარის ფარგლებში.
ცვლილებები დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა. თუმცა, კანონპროექტისთვის წამყვანი კომიტეტი საფინანსო საბიუჯეტოა. სწორედ მათ ეკუთვნით გადამწყვეტი პოზიცია.
ინიციატივა " ევრო ოპტიმისტებს" ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძეს ეკუთვნით.