მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძე: ოპოზიცია პარლამენტში კარგად ვერ მუშაობს

63f87a9b5c875
თელარა გელანტია
25.02.23 09:15
832
რამდენიმე დღის წინ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

"ოპოზიცია პარლამენტში კარგად ვერ მუშაობს“, - თქვა დეპუტატმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.

- ბატონო რომან, პარტიის დატოვების მიზეზი სოციალურ ქსელში კი ახსენით, მაგრამ იყო თუ არა ერთ-ერთი ფაქტორი ისიც, რომ თუ დეპუტატი ხართ, უნდა იმუშაოთ კიდეც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში?

- საპარლამენტო ცხოვრება არაა მხოლოდ სამშაბათობით განცხადებების კეთება. ესაა რუტინა და მუშაობა - სამსახურში უნდა მიდიოდე დილის 10:00 საათზე და მუშაობდეს. თუ კანონებს არ წერ, სხების დაწერილ კანონებს უნდა დაუჭირო მხარი, ან გააკრიტიკო და ცუდი კანონპროექტებისთვის ბარიერი უნდა იყო... საზოგადოებას უნდა ესაუბრო, რა გინდა. ოპოზიცია პარლამენტში კარგად ვერ მუშაობს. <ოპოზიციას> დღემდე ვერ გაუგია, უნდა შემოსულიყვნენ პარლამენტში თუ - არა. ბოიკოტის რეჟიმში უნდა იყვნენ თუ - არა. ზოგადად, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან მოყოლებული ოპოზიციამ ვერ აჩვენა ვერავითარი თანმიმდევრული მოქმედება და ვერავინ გაიგო, რა უნდათ; ან ხარ პარლამენტში, ან არ ხარ... ზოგადად კი, მე შევატყვე, რომ ამოვწურე ჩემი თავი პარტიის შიგნით. მეტი თავისუფლება მჭირდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პარტიაში არავისთან კონფლიქტი არ მქონია.

- რა სარგებლობას მოიტანთ პარლამენტში?

- იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ოპოზიცია უფრო მეტად აქტიური იქნება და ყველასთან ერთად მეტი სარგებლის მოტანა შემიძლია, ვიდრე - მარტო, მაგრამ რასაც შევძლებ, მარტოც გავაკეთებ.

- და ბოლოს, რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას ანუ არაფორმალურ მმართველობას.

- არის ამის ნიშნები?

- ხალხი ყველაფერს ხედავს და თავად გადაწყვეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები