მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს პარლამენტი ერთადერთი პარლამენტია მსოფლიოში, სადაც ყოველ მესამე დეპუტატს პერსონალური მანქანა ჰყავს“ - რომან გოცირიძე

645e55e6015cf
სალომე ხიდურელი
13.05.23 01:00
970
„პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების სრული დისკრიმინაციაა“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ პარლამენტარმა რომან გოცირიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი და ხატია დეკანოიძის ინიციატივა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ აბსურდული მიზეზით დაიბლოკა. 

„ნებისმიერ კანონზე მე, როგორც დამოუკიდებელ დეპუტატს, არ მაქვს უფლება, რომ ტრიბუნაზე 3 წუთზე დიდხანს გამოვიდე. როდესაც პოლიტიკურ ჯგუფში ხარ, ამ მხრივ დიდი უპირატესობა გაქვს, გარდა ამისა, უფრო მოქნილი ხარ საკანონმდებლო ინიციატივებში, უფლება გაქვს, საკომიტეტო მოსმენებზე მინისტრები დაიბარო. დამოუკიდებელ დეპუტატებს არ გვაქვს ჩვენი კვოტები ევროპულ სტრუქტურებში.

მე და ხატიამ გადავწყვიტეთ, შევქმნათ პოლიტიკური ჯგუფი, ვისარგებლეთ იმ შემთხვევით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ე.წ. „ხალხის ძალის“ ფრაქცია პოლიტიკური ჯგუფის სახელით შექმნა, თუმცა ჩვენი ინიციატივა სრულიად აბსურდული მიზეზით დაიბლოკა. გვეუბნებიან, რომ თქვენ კი დატოვეთ პარტია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკია და „ქართული ოცნება ბლოკი არ არისო“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

როგორც პარლამენტარი BMGTV-ს ეთერში აღნიშნავს, პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე უარის მთავარი მიზეზი პარლამენტის მიერ ხარჯების ეკონომიაა.

„კულუარულად გვეუბნებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ სხვა ფრაქციებიც რომ გამოეყოს, პარლამენტს ხომ დიდი ხარჯის გაღება მოუწევსო. ეს ხარჯები კი პარლამენტარების პირადი ავტომობილების შენახვას ხმარდება. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ უნდა შემოვიდეს აუდიტის სამსახური და შეამოწმოს, როგორ ფლანგავენ საქართველოს პარლამენტში ფულს უამრავი მკვდარი სტრუქტურის შექმნაზე.

საქართველოს პარლამენტი ერთადერთი პარლამენტია მსოფლიოში, სადაც ყოველ მესამე დეპუტატს პერსონალური მანქანა ჰყავს. პარლამენტში სულ არის 16 კომიტეტი, 16 კომიტეტის თავმჯდომარეს ჰყავს 16 პერსონალური მანქანა და 16 პირველი მანქანიანი მოადგილე, ანუ 32 ავტომობილი მხოლოდ კომიტეტებს ემსახურება“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები